კვირა, 2025-08-03, 9:43 AM | მოგესალმები სტუმარი

FoOtBaLl.UcOz.Uk

მთავარი » 2015 » თებერვალი » 2 » >>>“ტოტენჰემს” კონოპლიანკა სურს, კონოპლიანკას – “ლივერპული”
7:27 PM
>>>“ტოტენჰემს” კონოპლიანკა სურს, კონოპლიანკას – “ლივერპული”

“დნიპროს” უკრაინელ ნახევარმცველს, ევგენი კონოპლიანკას მერსისაიდულ “ლივერპულში” თამაში სურს.

The Mirror წერს, რომ ლონდონის “ტოტენჰემი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებია, 25 წლის ჰავბეკის გადაბირებას ცდილობს, თუმცა, თავად კონოპლიანკას კარიერის გაგრძელება არა “ტოტენჰემში”, არამედ, “ლივერპულში” სურს.

“მამლები” კონოპლიანკას სანაცვლოდ 5 მლნ ევროს იხდიდნენ. უკრაინელი ფეხბურთელი კი “დნიპროს” დატოვების ზღვარზეა. მას უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, ამიტომაც გუნდის ხელმძღვანელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ კონოპლიანკა ზამთარშივე გაყიდონ.

რუსული მედიასივრცე წერს, რომ ევგენი “ლივერპულში” თამაშზე ოცნებობს, ხოლო, მერსისაიდელები, ჯერჯერობით, კონოპლიანკას თაობაზე არანირ შეთავაზებას არ აკეთებენ. როგორც ჩანს, “ლივერპულის” ხელმძღვანელებს სურთ, რომ ევგენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხელში უფასოდ ჩაიგდონ.

 

ნანახია: 422 | დაამატა: B13 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
რომელ გუნდს გულშემატკივრობთ?
სულ პასუხი: 38
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0