
“როსონერიმ” 2015 წელს პირველი გამარჯვება იზეიმა. “მილანმა” შინ “პარმა” მიიღო და სოლიდური ანგარიშით იმარჯვა – 3:1. მე-18 წუთზე მენეზმა ანგარიში პენალტით გახსნა, 7 წუთის შემდეგ სტუმრებმა გაათანაბრეს. პირველ ტაიმში მეტი ბურთი არ გასულა. მეორე ნახევარში დუბლი მენეზმა გაიფორმა, ხოლო წერტილი ძაკარდომ დასვა.
ამ მოგების შემდეგ ფილიპო ინძაგის გუნდს 29 ქულა მოუგროვდა და მე-8 ადგილზე აღზევდა.
“მილანი” 3:1 “პარმა”
გოლები: მენეზი 18 (პენ), 57, ძაკარდო 76 – ნოჩერინო 25
“მილანი”: დიეგო ალვეში, ძაკარდო, რამი, ალექსი, ბოკეტი, ჩერჩი, პოლი, ვან გინკელი (ესიენი 46), ჰონდა, მენეზი (პაცინი 81), დესტრო (მუნტარი 73).
“პარმა”: მირანტე, სანტაკროჩე (რისპოლი 60), ლუკარელი, კოსტა, გობი, გალოპა, ნოჩერინო, მარიგა (მაური 65), ვარელა (ხარასლინი 77), როდრიგესი, პალადინო.
გაფრთხილება: ვან გინკელი, დესტრო – გობი, ლუკარელი, მარიგა
|