მთავარი » 2015 » თებერვალი » 1 » >>>BILD: "ბაიერნმა" როისის ყიდვაზე უარი განაცხადა
7:11 PM >>>BILD: "ბაიერნმა" როისის ყიდვაზე უარი განაცხადა |

ავტორიტეტული გერმანული ტაბლოიდის მიერ, რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, "ბაიერნმა" დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერის, მარკო როისის შეძენაზე უარი განაცხადა.
არახალია, რომ გერმანელი ვარსკვლავი დიდი ალბათობით მის ამჟამინდელ გუნდს ზაფხულში დატოვებს და ტიტულების მოსაგებად სხვა ნავსაყუდელს მიაშურებს, მის მომავალ პოტენციურ გუნდთა შორის ამ დრომდე "ბაიერნიც" განიხილებოდა. თუმცა, თუკი Bild-ს დავუჯერებთ, მიუნხენელთა ხელმძღვანელობამ 44 მილიონ ევროდ შეფასებული "მოიერიშეს" ყიდვა იუარა.
ამ გადაწყვეტილების მიღება ორი მიზეზით აიხსნება. პირველ რიგში, "ბავარიელებმა" როისის ყიდვა ნახევარდაცვის ხაზში არსებული მაღალი კონკურენციის გამო იუარეს, რომელიც ისეთი მსოფლიო დონის შემსრულებლების ფონზე, როგორებიც არიენ რობენი, ფრანკ რიბერი, მარიო გიოტცე, თომას მიულერი და სხვები არიან, ზედმეტი იქნებოდა.
მეორე მიზეზად 25 წლის შემტევის ქრონიკული ტრავმიანობა სახელდება. გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრმა მიმდინარე სეზონში რამდენჯერმე მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება და საბოლოო ჯამში ამ დრომდე "შავ-ყვითლების" მაისური მხოლოდ 11 მატჩში მოირგო (6 გოლი, 3 საგოლე გადაცემა).
|
ნანახია: 334 |
დაამატა: B13
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
ჩვენი გამოკითხვა |
---|
|
სტატისტიკა |
---|
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|